რა ღირს გურამ გვასალიას თეთრი პერანგი, რომელსაც თითქოს უთო აქვს მიმწვარი

პერანგი

ბრენდმა VETEMENTS 2026 წლის ახალ კოლექცია წარადგინა. ყურადღების ცენტრში მოექცა თეთრი პერანგი, რომელსაც თითქოს უთო პირდაპირ მიეწვეს ზედ.

ბრენდის კრეატიული მართვა კოლექციაზე ეკუთვნის დიზაინერ გურამ გვასალიას. პერანგი უკვე ხელმისაწვდომია გაყიდვაში და ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე მისი ფასი 831 დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, გურამ გვასალია არის ქართველი დიზაინერი და VETEMENTS-ის კრეატიული დირექტორი, რომელიც მოდის საერთაშორისო სცენაზე პოპულარულია თავისი ინოვაციური და ექსპერიმენტული ხედვით. იგი ცნობილი დიზაინერის დემნა გვასალიას ძმაა.