რა დაწერა მერსიმ კოსტაზე, წერილში, რომელიც დაწვეს

კოსტა

,,პრაიმ ჰაუსის" მონაწილეებმა მერსი სულხანიშვილის დატოვებული წერილი დაწვეს. 

რეალითი შოუს ერთადერთი მონაწილე, რომლის მიმართაც მერსის კეთილგანწყობა იკვეთება, კოსტაა.

,,ადამიანებო, იყავით ადამიანები, ეს თქვენი უპირველესი მოვალეობაა.

კოსტა, მე მჯერა შენი, კოსტა იგებს. დარწმუნებული ვარ, როცა გაიგეთ, რომ კოსტას ასეთი, ნამდვილი, გულწრფელი გულშემატკივრების არმია ჰყავს, დარბიხართ ზევით ქვევით.

ამ პროექტში ყველაზე გულწრფელი, ნამდვილი ადამიანი არის კოსტა, რომელსაც ესმის, რას ნიშნავს სიტყვა მეგობარი და მეგობრობა. შენ ხარ მაგარი ძლიერი, აბა შენ იცი.

მე კიდევ, ბედნიერი ვარ რომ გავთავისუფლდი თქვენნაირი ტოქსიკური ადამიანებისგან", - დაწერა მერსიმ. 

წაკითხვის შემდეგ, გოგამ და სხვა მონაწილეებთან ერთად, მერსის წერილი დაწვა.

ნახეთ ვიდეო