„ქართული კი არა, ცოტა მეგრულიც ვიცი...“ - ილია თოფურია გამომწერებს პასუხობს

ილია თოფურია

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს ილია თოფურიას ერთ-ერთმა გამომწერმა სოციალურ ქსელში მისწერა - "მიკვირს, რომ ქართული იცი".

"ქართული რომ არ ვიცოდე, მოსაკლავი ვიქნებოდი. ქართველმა კაცმა ქართული უნდა იცოდეს. ქართული კი არა, ცოტა მეგრულიც ვიცი", - უპასუხა თოფურიამ გამომწერს.

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

ასევე ნახეთ:

VIDEO - გულშემატკივრის უცნაური თხოვნა ილია თოფურიას

VIDEO: „ცუკერბერგი მანიშნებდა, 30 წამი დაგრჩაო“ - მერაბ დვალიშვილის პირველი ინტერვიუ

VIDEO: სასიხარულო ამბავი! - ილია თოფურია გოგოს მამა გახდება