1770671781
ქალმა უნივერსიტეტში შეყვარებულის საპოვნელად ჩააბარა (ჩინეთი)
ჩინეთის მოქალაქემ ქალთა უნივერსიტეტში შეყვარებულის საპოვნელად ჩააბარა. ქალაქი ნინბოს მკვიდრმა გამოცდების საფინალო ეტაპზე თქვა ნამდვილი მიზეზი იმისა, რატომ შეიტანა დოკუმენტები სწორედ ამ უნივერსიტეტში. "ამ სასწავლებელში იმდენი გოგოა, თუ აქ ჩავაბარებ, არ გამიჭირდება შეყვარებულის პოვნა", - უამბო South China Morning Post-ს ბიჭმა.
ჩინეთის ქალთა უნივერსიტეტი ყოველ წელს იღებს 1500-მდე სტუდენტს და მათგან მხოლოდ ერთი პროცენტია ბიჭი. მათთვის ცალკე საერთო საცხოვრებელი და ტუალეტი არსებობს.











