1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1748719156
56 წლის დებორა ბერგესმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა, რომ მილიონერია. დებორას აგვისტოში ქრონიკული ანემია დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალმა საავადმყოფოში თვეები გაატარა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი სახლში დაბრუნდა და ადრე ნაყიდი ლატარიის ბილეთები სწორედ მაშინ შეამოწმა.
როგორც დებორა იხსენებს, თავიდან მილიონის მოგების არ სჯეროდა და ეს თაღლითობა ეგონა, რის შესახებაც ეროვნულ ლატარიას შეატყობინა. პასუხად კი უთხრეს, რომ მან მართლაც მოიგო მილიონი და მალე თანხასაც მიიღებდა. დებორას თქმით, ლატარიის ნომრები დაბადების დღეებისა და წლების მიხედვით შეარჩია, რაც წარმატებული კომბინაცია აღმოჩნდა.
ლატარიაში მოგებული ფულით დებორამ ახალი მანქანა შეიძინა, ძველი კი მეგობარს £1-ად მიჰყიდა.
„ძველი მანქანის გაყიდვას არ ვაპირებდი, მაგრამ ჩემს მეგობარს სურდა შეძენა. მან უნდოდა, რომ შესაბამისი თანხაც გადაეხადა, მაგრამ მანქანა მხოლოდ 1 ფუნტად მივყიდე", - ამბობს ლატარიის გამარჯვებული.
გარდა ამისა, დებორა ოჯახთან ერთად ჰავაიზე დასვენებასაც გეგმავს. ასევე, ლატარიის გამარჯვებულმა დედას ახალი აბაზანა შეუძინა და ახალი ღობით ეზოც გაულამაზა.
ასევე ნახეთ:
ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უახლესი ინფორმაცია ვრცელდება
„ზღვიდან ქვებისა და ნიჟარების სახლში წამოღება არ შეიძლება, სიკვდილი იცის“ - ტაროლოგი