საფლავზე ჭიქით ალკოჰოლური სასმლის დატოვება კატეგორიულად არ შეიძლება - ეკლესიის მსახურის განმარტება
1759861758
პრინცი ჰარი ერთ-ერთია იმ ოთხი ადამიანიდან, ვინც ამტკიცებს, რომ Mirror Group-ის ჟურნალისტებმა მისი ტელეფონი დაჰაკა. სასექსის ჰერცოგი უზენაეს სასამართლოს ჩვენებას ივნისის თვეში მისცემს.
შეგახსენებთ, რომ პრინცი ჰარი თანამედროვე ისტორიაში პირველი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი იქნება, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგება და ჯვარედინად დაიკითხება. მიუხედავად იმისა, რომ პრინცი საკმაოდ მოტივირებულად არის განწყობილი, მედიის ვარაუდით, მას საკმაოდ მძიმე პროცესი ელოდება, რაც სრულიად განსხვავდება იმ საჯარო გამოსვლებისგან, რომლებიც აქამდე ჰქონია.