,,პრაიმ ჰაუსის" ფინალი ახლოვდება! - ხმის მიცემის წესები, დეტალურად

სამი ფინალისტი

,,პრაიმ ჰაუსი" სამი ფინალისტისთვის ხმის მიცემის წესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ,,პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:

,,ხმის მიცემა მიმდინარეობს.

ხმის მიცემა შეწყდება შაბათის ლაივის დროს.

ხმის მიცემა შესაძლებელია სატელეფონო ზარების, სმს-ებისა და ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით.

მონაწილეებს მინიჭებული აქვთ მხარდამჭერი ნომერი, რომელიც გამოსახულია ფოტოზე.

მობილურით დარეკვისა და სმს-ის ღირებულება შეადგენს: 50 თეთრი.

ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი ქსელით.

ზარებისა და სმს-ების დაფიქსირება შეგიძლიათ შეუზღუდავად.

ფეისბუქ მესენჯერში თქვენი ხმის დასაფიქსირებლად უნდა გახსნათ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე პირადი შეტყობინების ფანჯარა და დააჭიროთ Get started.

თუ ერთხელ უკვე დაფიქსირებული გაქვთ ხმა, ყოველ შემდეგი ხმის მიცემის დაწყებისთვის მოგვწერეთ /start რის შემდეგაც შეძლებთ ხმის მიცემას.

შემდეგ კი ხმა მისცეთ თქვენს რჩეულ მონაწილეს.

ფეისბუქზე ხმის მიცემა შეგიძლიათ ყოველ 5 წუთში.

თანაც შეგიძლიათ გადაანაწილოთ თქვენი ხმები სხვადასხვა მონაწილეზე, ან აირჩიოთ მხოლოდ 1 ფავორიტი.

ხალხის რჩეული გამოვლინდება შაბათის  პირდაპირი ეთერის დროს!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

ამ ქუჩებზე შუქი საღამომდე გაითიშება - ჩამონათვალი

გაფრთხილება! წყალი 8 საათით შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი