27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

არ გაჩერდეთ, არ დააგდოთ მოქმედების ტემპი, მაგრამ არც აჩქარება ივარგებს, იმოქმედეთ ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯებით, რათა კმაყოფილი დარჩეთ თქვენი შრომის შედეგებით.

კურო

ახალი საქმის, ან პროექტის წამოწყებისას, შესაძლოა, წინააღმდეგობებს გადააწყდეთ. მოთმინებითა და დიპლომატიურობით, ყველაფერს იოლად გაუმკლავდებით.

ტყუპები

შესაძლოა, დღეს, ხელოვნების საკითხებით, ან შემოქმედებითი სფეროთი დაინტერესდეთ, შეიტანეთ მრავალფეროვნება და სიახლეები თქვენს ყოველდღიურობაში, მაგრამ საპასუხისმგებლო ღონისძიებებისგან თავი შეიკავეთ.

კირჩხიბი

ახალი ნაცნობობა გელოდებათ, თქვენი კეთილგანწყობით ყველას მოინადირებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველას არ უხარია თქვენი წარმატება.

ლომი

კარგი იქნება, თუ გარკვეული დროის განმავლობაში, დამკვირვებლის ფუნქცია გექნებათ. სასურველია, თვალი ადევნოთ, მაგრამ არ ჩაერიოთ მიმდინარე მოვლენებში.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ საქმიან ქაღალდებს და რაიმე გაუგებრობის. ან ეჭვის შემთხვევაში. მიმართეთ სპეციალისტს შესაბამის სფეროში. სასიკეთო, დადებითი ტენდენციებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებაშიც.

სასწორი

თქვენი ცხოვრების გზაზე ახალი მეკავშირეები ჩნდებიან, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ თქვენი პრობლემების მოგვარებაში, გაითვალისწინეთ მათი რჩევები და დაზოგავთ უამრავ დროს, ენერგიას და ფინანსებს.

მორიელი

ახალი მაცდური წინადადება შეიძლება, შემოგთავაზონ, არ აჩქარდეთ და კარგად გაითვალისწინეთ ამ საქმის პოტენციალი და გათვალეთ, საერთო ჯამში, რა სარგებელს მოგიტანთ. სასურველი რჩევა ჰკითხეთ გამოცდილ პროფესიონალებს.

მშვილდოსანი

მოერიდეთ რისკსა და აზარტს. აქცენტი გააკეთეთ ხანმოკლე პროექტებზე, გაიაზრეთ, თუ რას მიაღწიეთ ბოლოდროინდელ საქმიანობაში და განაახლეთ, გადაახალისეთ თქვენი სამომავლო მოქმედების გეგმა.

თხის რქა

საკუთარი ძალების იმედი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული იდეა კარგი მოტივაციაა წინსვლისა და წარმატებისათვის, სწორედ საღი გონებითა და მონდომებით შეძლებთ სწორად ორიენტირებას მიმდინარე სიტუაციაში.

მერწყული

დასახეთ სამომავლო გეგმები ოჯახურ გარემოში, მოაგვარეთ შინაური უთანხმოებები და ნუ დაიწყებთ თქვენი სიმართლის მტკიცებას, ახლა დათმობაზე წასვლა საუკეთესო და ოპტიმალური გამოსავალია. 

თევზები

ახლა კონსერვატორული მიდგომები საქმისათვის წაგებიანია. ჩართეთ ფანტაზია და იყავით უფრო თამამი, გამოიყენეთ გავლენიანი ნაცნობობა და გაბედულად იმოქმედეთ.