„პრაიმ ჰაუსი“ ინფორმაციას ავრცელებს

პრაიმ ჰაუსი

,,პრაიმ ჰაუსი" სამი აუტსაიდერისთვის ხმის მიცემის წესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ხმის მიცემა შეწყდება შაბათის ლაივის დროს.

ხმის მიცემა შესაძლებელია სატელეფონო ზარების, სმს-ებისა და ფეისბუქ მესენჯერის საშუალებით.

მონაწილეებს მინიჭებული აქვთ მხარდამჭერი ნომერი, რომელიც გამოსახულია ფოტოზე.

მობილურით დარეკვისა და სმს-ის ღირებულება შეადგენს: 50 თეთრი.

ხმის მიცემა შესაძლებელია ნებისმიერი ქსელით. ზარებისა და სმს-ების დაფიქსირება შეგიძლიათ შეუზღუდავად.
ფეისბუქ მესენჯერში თქვენი ხმის დასაფიქსირებლად უნდა გახსნათ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე პირადი შეტყობინების ფანჯარა და დააჭიროთ #Getstarted.

თუ ერთხელ უკვე დაფიქსირებული გაქვთ ხმა, ყოველ შემდეგი ხმის მიცემის დაწყებისთვის მოგვწერეთ /start რის შემდეგაც შეძლებთ ხმის მიცემას.

შემდეგ კი ხმა მისცეთ თქვენს რჩეულ მონაწილეს. ფეისბუქზე ხმის მიცემა შეგიძლიათ ყოველ 5 წუთში. თანაც შეგიძლიათ გადაანაწილოთ თქვენი ხმები სხვადასხვა მონაწილეზე, ან აირჩიოთ მხოლოდ 1 ფავორიტი.

ხალხის რჩეული გამოვლინდება შაბათის პირდაპირი ეთერის დროს!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

„ამან შეიძლება, მძიმე პათოლოგიებიც გამოიწვიოს...“ - ექიმი მშობლებს და მოზარდებს აფრთხილებს

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი და თოვლი - ამინდი გაუარესდება

VIDEO: „თუ წნევის გაზომვისას ხელს ასე დადებთ, აპარატი უფრო მაღალ წნევას გიჩვენებთ“ - გიორგი ღოღობერიძის რჩევა