დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეიდან, ყოველ საღამოს „რუსთავი 2-ის“ ეთერში ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუ - „პრაიმ ჰაუსი“ ბრუნდება. ცნობილია ახალი მოთამაშეების ვინაობაც, რამდენიმეეტაპიანი გასაუბრება 16-მა მონაწილემ გადალახა.
შოუს პროდიუსერებმა ახალ მონაწილეებს ბევრი სიახლე მოუმზადეს. მაყურებლისთვის და მონაწილეებისთვის სიურპრიზია ისიც, რომ რეალითი შოუს ახალი წამყვანი პირველი სეზონის გამარჯვებული, გიორგი ნაზღაიძე იქნება.
„პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი და „რუსთავი 2-ის“ პროექტების ხელმძღვანელი, თაკო ფხაკაძე აცხადებს, რომ ეს პროექტი ოცნებების ახდენის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა, ამისთვის ბრძოლაა საჭირო.
„საუკეთესო 16 ადამიანია პროექტისთვის. ესენი არიან სრულიად განსხვავებულები ერთმანეთისგან. იმ სიახლეებს და სიურპრიზებს, რომელიც ახალ სეზონს ახლავს, 4 ოქტომბერს, 23:00 საათზე მაყურებელი თავის თვალით ნახავს.
წინა სეზონმა აჩვენა, რომ პროექტი ნამდვილად შედგა, იმიტომ, რომ ეს იყო სრულიად მზარდი რეიტინგი და შემოსული ზარების რაოდენობა არა მარტო საქართველოს სინამდვილეში, მგონია, რომ მსოფლიოს სინამდვილეში მოახდინა შოკი. ჰეშთაგები მილიარდამდე ავიდა, ძალიან მნიშვნელოვანი გამოხმაურება ჰქონდა.
„პრაიმ ჰაუსი“ ოცნებების ახდენის საუკეთესო საშუალებაა, ოღონდ, ამისთვის უნდა იბრძოლო. ეს იყო პროექტი, რომელმაც თავის გამარჯვებულს ცხოვრება შეუცვალა.“ - ამბობს თაკო ფხაკაძე.