„ოთო ჩემზე უკეთეს გვერდში მდგომ ადამიანს ცხოვრებაში ვერ იპოვიდა...“ - სოფო მეძმარიაშვილი ოჯახური ცხოვრების შესახებ

ოთო ნემსაზე

ჟურნალ „თბილისელებს“ საკუთარი ოჯახური ცხოვრების შესახებ ოთო ნემსაძის მეუღლე, მსახიობი სოფო მეძმარიაშვილი ესაუბრება.

„პირდაპირ ვიტყვი, ოთო ჩემზე უკეთეს მხარდამჭერსა და გვერდში მდგომ ადამიანს ცხოვრებაში ვერ იპოვიდა (იცინის). შეიძლება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ოთოს წარმატება უფრო მესახება, ვიდრე საკუთარი თავის, ამისთვის ყველაფერი შემიძლია გავაკეთო. იმას არ ვგულისხმობ, რომ ჩემს პროფესიაზე ან საკუთარ თავზე ვიტყვი უარს, მაგრამ ჯერ ოთოს წარმატება მესახება და მერე საკუთარი თავის. იმას კი არ წარმოვიდგენ, რომ მე, როგორც მსახიობი, ჰოლივუდში ვარ და ოთო მომყვება გვერდით, პირიქით, წარმომიდგენია, რომ მას ართმევენ ინტერვიუს, მას სთხოვენ ხელმოწერას და მე მის გვერდით, როგორც მისი ცოლი, ძალიან ბედნიერი ვარ…“- ამბობს სოფო მეძმარიაშვილი.