ორსულობისას ყავის სმამ შესაძლოა, ბავშვის სიმაღლეზე იქონიოს გავლენა - კვლევა

ორსული ქალი

ახალი კვლევის მიხედვით, ორსულობისას ყავის სმამ შესაძლოა, ბავშვის სიმაღლეზე იქონიოს გავლენა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, 10-ზე მეტი სპეციალისტისგან შემდგარმა გუნდმა ფეხმძიმობის დროს თუნდაც მცირე ოდენობით ყავის მიღება სიმაღლის დაახლოებით 2-სანტიმეტრიან სხვაობასთან დააკავშირა. ეს 4-8 წლის ასაკში, სხვებთან შედარებით სიდაბლეში ვლინდება.

მათ აშშ-ის ფარგლებში ამ ასაკობრივი კატეგორიის 2 500 ბავშვი შეისწავლეს. ადრეული კვლევებისგან განსხვავებით, მეცნიერები დედებისგან მიღებულ ინფორმაციას არ დაყრდნობილან, არამედ სისხლის ანალიზით დაადგინეს, თუ რა რაოდენობით ყავას იღებდნენ ისინი ორსულობისას.

აღსანიშნავია, რომ ფეხმძიმობაში ყავის სმასა და ამ პრობლემებს შორის კონკრეტული მიზეზშედეგობრივი კავშირი ჯერჯერობით ცნობილი არაა, მაგრამ საყურადღებოა, რომ ამ სტიმულატორს ჩანასახი ვერ გადაამუშავებს და ის ქსოვილში გროვდება.