„ოჯახში იყო ფინანსური პრობლემები... დავიწყე მარკეტში მოლარედ მუშაობა...“ - სოფო ნურაშვილის რთული გზა წარმატებამდე

სოფო

„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის მონაწილე სოფო ნურაშვილის შაბათის „ლაივზე“ ხალხის რჩეული გახდა. 

სოფო ამბობს, რომ წარმატებამდე რთული და დაბრკოლებებით სავსე გზა გაიარა. 

„16 წლისამ დავამთავრე სკოლა და ჩამოვედი თბილისში უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. ოჯახში იყო ფინანსური პრობლემები, მაგრამ ჩემი მშობლები ძალიან ცდილობდნენ, რომ ჩვენ გაგვეტარებინა უზრუნველყოფილი ბავშვობა. მაშინ ჩემს თავს დავპირდი, რომ გავიზრდებოდი მე ვიქნებოდი დამოუკიდებელი და ფინანსურად ძლიერი. ამ მიზნებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა დავიწყე მაშინ, როდესაც ჩამოვედი თბილისში. მაშინ გავიაზრე, რომ უნდა დამეწყო ჩემი კარიერის საფეხურ-საფეხურ შენება. დავიწყე მარკეტში მოლარედ მუშაობა. ვუთავსებდი სწავლას და სამსახურს ერთმანეთს, რაც რთული იყო. შემდეგ დავიწყე მუშაობა უცხოელ ინვესტორებთან თარჯიმნად. ერთ-ერთმა ძალიან ძლიერმა კომპანიამ მიმიწვია საფრანგეთში, სადაც გახლდით მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი...“, - ამბობს სოფო ნურაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ნიკოლოზ სააკაშვილმა ყოფილ რძალთან, სანდრა რულოვსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა 

ექსკლუზიური ინტერვიუ ოტია იოსელიანთან - რას ამბობს ოჯახურ ცხოვრებაზე და როგორ შეცვალა პატარა დაჩიმ მისი ყოველდღიურობა

ბავშვს გაჩერებული გული აუმუშავა - ემოციურ ისტორიას მოზარდის ახლობელი იხსენებს