პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მწერალ, ოტია იოსელიანის შვილიშვილი, ოტია იოსელიანი, სულ ცოტა ხნის წინ მამა გახდა. მისი მეუღლე მშვენიერი, ნუცა ცისკარიშვილია.
მათ პირველ ნანატრ შვილს დაჩი დაარქვეს, რომელიც ოთხი წლის შემდეგ შეეძინათ.
„პრაიმტაიმმა“ ოტია ექსკლუზიურად ჩაწერა. ის მამობის შესახებ გვიყვება და ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული ის უდიდესი ბედნიერება, რასაც მშობლობა ჰქვია.
„პატარა დაჩის მამის სახელი დავარქვით, ჯერ მამობა ბოლომდე არ შემიგრძვნია, ალბათ მამას სანამ არ დამიძახებს ვერ შეიგრძნობ, ასე მგონია. რამდენადაც დრო მაქვს, ისე ვიღებ ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას. ისე ყველა ჩართულია ბავშვის აღზრდაში“,- ამბობს ოტია.
ნუცა და ოტია, დიდი ხანია რაც წყალტუბოში ცხოვრობენ, მწერლის კარ-მიდამოს და სოფლის მეურნეობას მოჰკიდეს ხელი.
ოტია ამბობს, რომ მათ კარ-მიდამოში ხშირად მოდიან სტუმრები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ნეფე-პატარძალი და ა.შ
„ახლა ვაკეთებთ ღვინის მარანს, სამი ტონიანი და ექვსი ნახევარ ტონიანი. უფრო ხარისხიანი ღვინო გვექნება.
- რას ნიშნავს დიდი ოტიას შვილიშვილობა
- პასუხისმგებლობას და ის რაც სხვა ადამიანს შეიძლება ეპატიოს, ჩვენ არ გვეპატიება. მძიმე სატარებელია, მაგრამ თან კარგია, რომ მუდმივად თავს ვაკონტროლებთ და ვცდილობთ ჩვენი საქციელით სხვები არ დავაზიანოთ.
- თქვენ დიდად არ გიყვართ სოციალური ქსელი, ნუცა პირიქითაა. გიკამათიათ ამის გამო?
- არ მიყვარს აფიშირება პირადი ცხოვრების. რაღაცებზე გვიკამათია, მითქვამს, რომ ეს არ არის საჭირო, რომ იცოდეს ხალხმა. რაღაცები გაუთვალისწინებია, რაღაცები არა. მე მირჩევნია, უფრო ჩვენს საქმეზე ორიენტირებული ვიყოთ.