ოჯახმა, რომელსაც მთელი ზამთარი ხვრინვის უცნაური ხმა აწუხებდა, სახლს ქვემოთ მძინარე დათვები იპოვა

დათვები

კალიფორნიაში მცხოვრებმა ოჯახმა, რომელსაც მთელი ზამთარი ხვრინვის უცნაური ხმა აწუხებდა, სახლს ქვემოთ მძინარე დათვები იპოვა.  

როგორც აღმოჩნდა, ცივ სეზონზე მათ საცხოვრებელს თავშესაფრისთვის დედა დათვმა და 4-მა ბელმა მიაშურა. უცნაურმა  სტუმრებმა ახალი სივრცე ზამთრის ძილისთვის გამოიყენეს.

 ცხოველები უკვე წასასვლელად ემზადებოდნენ, როდესაც მეზობლებმა ხმაური გაიგონეს და მათ ადგილსამყოფელს მიაგნეს.  ოჯახმა მომხდარის შესახებ  მაშინვე ცხოველთა დამცველ ჯგუფს აცნობა. ისინი დათვებს ტყეში უსაფრთხოდ დაბრუნებაში დაეხმარნენ.