ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა - აწყურთან ავარია მსხვერპლით დასრულდა
1761923411
 
                                                                ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე პრესტიჟული გამოცემის კამპანიაში გამოჩნდა. ნიცა თავაძემ Boygar’s-ის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა. მისი თვალისმომჭრელი ფოტოები ქართულმა ჟურნალმა Whyte Magazin-მ გამოაქვეყნა.

„ეს ჟურნალი ჩვენი სურვილიდან დაიბადა, რომ საქართველო წარმოგვეჩინა იმ ხედვით, რომელსაც ის გვთავაზობს - ნაცნობი ახლებურად დავინახოთ“- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჟურნალში ასევე წარმოდგენილია ექსკლუზიური ინტერვიუ დეივიდ კომასთან. აქვე, შეხვდებით წამყვან მოდელებსა და ფოტოგრაფების ნამუშევრებს.