1773764537
„გამოვხატავთ პატივისცემას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ - ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას“ - სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს.
„გამოვხატავთ პატივისცემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ და ვწუხვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ამ რთულ დროს ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს. მისი მრავალწლიანი საქმიანობა - რელიგიათშორისი ურთიერთპატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში - უმნიშვნელოვანესია. პატივისცემით, საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“, - ნათქვამია გავრცელებულ წერილში.









