პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალურ ქსელში გავრცელდა ანონსი, სადაც ერთ-ერთ ივენთ კლუბში „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილეები, სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი იმღერებენ. გავრცელებულ ინფორმაციას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მიჰყვა, რაზეც ნიკომ პოსტი გამოაქვეყნა:
„დიდი ხანია, აღარ ვაქცევ ყურადღებას ბოროტ ადამიანებს, დიდი ხანია, რაც ვცდილობ, გული არ მეტკინოს უაზროდ აგრესიულ და ბოროტულ კომენტარებზე, ამ დროს ვცდილობ, გავუგო ადამიანებს და ისიც კი დავუშვა, რომ უამრავი პრობლემა აქვთ და ნეგატიური კომენტარებით იცლებიან. ხომ შეიძლება სისულელე იყოს ჩემგან ამის ფიქრი, მაგრამ ალბათ მე ამით ვიმშვიდებ თავს... მოკლედ 24 აგვისტოს საღამო მაქვს სადაც ზუსტად იმავე სიმღერებს ვიმღერებ რასაც ვმღერი ხოლმე.
გელოდებით ყველას, ვისაც, რა თქმა უნდა, სურვილი გექნებათ, რაც შეეხება კომენტარებს და რეაქციებს პოსტზე - გიპასუხებთ - ბოღმა ზოგადად ცუდია და გისურვებთ იყოთ პოზიტიურები იყოთ ბედნიერები და ჯანმრთელები. წარმატებები ყველას“, - წერს ნიკო ქართველი.