კორონავირუსის პანდემიის დაწყების შესაძლო მიზეზებზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1741859483
Babygirl-ის შემდეგ, ნიკოლ კიდმანის ახალი პროექტების სია არ წყდება — ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში ახლახან შედგა მისი ახალი ფილმის, Holland-ის პრემიერა, სადაც მსახიობი მეთიუ მაკფეიდენისა და გაელ გარსია ბერნალის მხარდამხარ ასრულებს როლს.
ფილმის პრემიერას ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ჰოლივუდის ლეგენდარულ ვარსკვლავს არაერთი კითხვა დაუსვეს სამომავლო გეგმების შესახებ. წითელ ხალიჩაზე მას ისიც ჰკითხეს, ისურვებდა თუ არა მაიკ უაითის ავტორობით შექმნილ, ემის მფლობელ სერიალში, The White Lotus-ში მონაწილეობას, რომლის მესამე სეზონიც ახლა გამოდის.
„არა მგონია, რომ აქ მონაწილეობა ჩემთვის ოდესმე შემოეთავაზებინოთ, თუმცა მაიკ უათის დიდი ფანი ვარ, ამიტომ მის მიერ დაწერილ ნებისმიერ როლს შევასრულებდი. ვფიქრობ, რომ ის ფენომენალურია. The White Lotus-იც ძალიან მიყვარს, ამიტომ, ჩემი პასუხი აშკარაა," — თქვა კიდმანმა.
სერიალის მესამე სეზონში დამსვენებლები თეთრი ლოტუსის სასტუმროთა ქსელს ტაილანდში სტუმრობენ — სერიალი ნიშური ხუმრობებით, უცნაური სიუჟეტით გამოირჩევა და თანამედროვე ტელევიზიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია.