„ნეტავ იცოდეთ, როგორ მჭირდებოდა ახლა ამ სიტყვების მოსმენა“ - მარიამ შარმანაშვილი გამომწერებს მიმართავს

მარიამ შარმანაშვილი

მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და გამომწერებს იმ გამოცდილებაზე ესაუბრება, რომელსაც ამჟამად გადის.

მარიამი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ადამიანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და რამდენიმე გულწრფელი სიტყვა.

„დარწმუნებული ვარ ბევრი ქალი გადიხართ იმ გზას და ბევრსაც გაგივლიათ. წარსულში, რასაც ახლა მე გავდივარ და ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ – საკუთარი თავისთვისაც და თქვენს სანუგეშოდ, რომ მადლიერების უნარია ის, რასაც შეუძლია ნებისმიერ განსაცდელში ჩვენი გადარჩენა, ჰოდა მე ვირჩევ მადლიერებას
და სიმშვიდეს, რაც არ უნდა მტკივნეულად მიმდინარეობდეს ეს პროცესი.

ჩემს ძველ პოსტებს ვათვალიერებდი, რომ ძველი მასალისგან და ძველი ენერგიებისგან გამეწმინდა ჩემი გვერდი და ამ პოსტს სრულიად შემთხვევით გადავაწყდი, აღარც მახსოვდა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ თითქოს წარსულში დღევანდელი მარიამისთვის მაქვს დაწერილი ეს წერილი და ნეტავ იცოდეთ როგორ მჭირდებოდა ახლა ამ სიტყვების მოსმენა. 

თქვენი გამამხნევებელი ასობით მესიჯებისთვის კი უღრმესი მადლობა. ადამიანების მხარდაჭერა ყველაზე ძვირფასი რამეა, როცა რთულ ეტაპს გადიხარ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – ადამიანი ადამიანისთვის მზეა. მიყვარხართ…“, – წერს მარიამ შარმანაშვილი.

✕