ნაომი ქემპბელი თბილისში ჩამოდის - ცნობილია, როდის დაიწყება შოუზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა

ნაომი ქემპბელი

26 სექტემბერს, თბილისში, მთაწმინდის პარკში, ნაომი კემპბელი DJ-სეტით წარდგება. მსოფლიო მოდის ლეგენდა და საკულტო სუპერმოდელი საქართველოს, პირველად ეწვევა.

ღონისძიებას Mono Hall და Boom Boom Booking Agency მასპინძლობენ.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 6 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენას მსურველები ონლაინ, პლატფორმა Biletebi.ge-ზე შეძლებენ. მოსალოდნელი მაღალი ინტერესის გამო, ორგანიზატორები მსურველებს მოუწოდებენ, ბილეთების დაჯავშნა დროულად უზრუნველყონ.

მისი თბილისში ვიზიტი, სავარაუდოდ, წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შოუბიზნესის მოვლენა იქნება და დიდი ინტერესის საგანი როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.