„გთხოვთ, სიფრთხილით მოეკიდოთ“ - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს.

„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გამოგონილი სასულიერო პირის სახელით ვრცელდება ყალბი გვერდები, ინფორმაცია (სტატუსები) და ფოტოები, რომლებითაც ითხოვენ თითქოს „მძიმე სნეული“ სასულიერო თუ საერო პირის დასახმარებლად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას.

გთხოვთ, სიფრთხილით მოეკიდოთ აღნიშნულ სტატუსებს და შეძლებისდაგვარად გადაამოწმოთ კონკრეტული პირის ნამდვილობა, ასევე, ეს ყველაფერი კეთდება თუ არა შესაბამისი ლოცვა-კურთხევით.

გაითვალისწინეთ, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იოლია მსგავსი მასალის მომზადება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს გულისხმიერი ადამიანები“, - აღნიშნულია განცხადებაში.