,,მცირედი გადაცდომის შემთხვევაში, მას მოუწევს პროექტის დატოვება" - გიორგი ნაზღაიძე

გიორგი ნაზღაიძე

,,პრაიმ ჰაუსმა" უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.

სვეტასა და დიმის შორის მომხდარი კონფლიქტის გამო, სვეტას ერთდროულად ორი გაფრთხილება მისცა და აუტსაიდერის სკამზე დასვა.

,,ეს არის პროექტში წესების დარღვევა. ყველა მსგავსი ქმედება, შესაძლოა, დაექვემდებაროს სანქციებს. რაც ნიშნავს იმას, თუნდაც მცირედი გადაცდომის შემთხვევაში, მას მოუწევს პროექტის დატოვება. სვეტა ხმის მიცემის გარეშე ხდება ამ კვირის პირველი აუტსაიდერი", - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.