„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები...“ - უმარ ნურმაგომედოვი
1737274450
ლუკასა და ანრის შორის კონფლიქტი და დაძაბულობა გრძელდება.
ლუკამ რიგით მეორე პოსტი გამოაქვეყნა ოჯახთან და ანრის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.
„აი, ვინ არის ანრი ბიბინაშვილი, თუ ვინც არის. რა კონტექსტში საუბრობს გარდაცვლილ დედაჩემზე, რომელსაც მთელი ქალაქი მისტიროდა სამი წლის წინ და დაფასების და სიყვარულის მეტი არაფერი მიუღია მთელი თავისი ცხოვრება, განსხვავებით შენგან.
შოკირებული ვარ იმ ფაქტით, რომ ზუსტად ვიცი, რა საზოგადოება ამაზეც დაუხუჭავს თვალს და ამაზეც იტყვიან, რომ მე ვარ საზიზღარი პროვოკატორი, ხან მგონია, ეკრანებიდან საკმარისად არ ჩანს რამდენად საზიზღარი და მანიპულატორია ეს ფსევდო პიროვნება, ზუსტად ამიტომ ვუზიარებ ამ ვიდეოს ჩემს აუდიტორიას, რომ ჩემმა გულშემატკივრებმა მაინც იცოდნენ ამის ნამდვილი სახე. დიდი იმედი მაქვს, რომ ხალხი დაინახავს, დედაჩემის მსგავს კონტექსტში მოხსენიების გამო რა ამაზრზენიც ხარ. შენით ითხრი სამარეს, რადგან მჯერა, რომ ბევრი ხედავს შენს სიბოროტეს.
კამერებს მიღმაც გვქონია საუბარი და შენ იცი, რამდენად სენსიტიური თემაა ჩემთვის ოჯახი და რომ დღემდე ვერ მომინელებია ულამაზესი დედა რომ ხელებში ჩამაკვდა და მაიძულებ, ამ ქცევებით ამაზე საჯაროდ ვისაუბრო. ბოროტი ხარ და მჯერა, რომ ბუმერანგივით მოგიბრუნდება მაგ სიბოროტისთვის.“ - წერს ლუკა.