1743417541
„მქონდა მძიმე დაავადება, გადაწყვეტილება არ გამეკეთებინა ოპერაცია და მივსულიყავი ფსიქოლოგთან...“ - ცისანა სეფიაშვილი

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი გადაცემაში „ჩვენს ოჯახში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ბავშვობაზე და მისი ცხოვრების განვლილ წლებზე ისაუბრა. როგორც იგი ჰყვება 24-25 წლის წინ ჰქონდა მძიმე დაავადება, მკერდის სიმსივნე რომელიც იყო საოპერაციო და ოპერაციაზე უარი თქვა.
„მე ზოგადად არ მიყვარს ჩემი რაღაცების სააშკარაოზე გამოტანა. ცხოვრება თავიდან ბევრჯერ დავიწყე, მთავარია იოცნებო სწორად, სიმართლით და სიკეთით. ყველა ოცნება რაც მქონდა გარდა მოლარეობისა ამისრულდა, ეგ ბავშვობაში მინდოდა. ჩემ თავზე ბევრი მაქვს ნამუშევარი. იყო მომენტი ჩემ ცხოვრებაში, როცა მივხვდი, რომ ასე არ შეიძლებოდა, როცა მივხვდი რომ უნდა გადამერჩინა საკუთარი თავი.
მივიღე გადაწყვეტილება არ გამეკეთებინა ოპერაცია, არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, მაგრამ არ მინდოდა იმ გზის გავლა და გადავწყვიტე მივსულიყავი ფსიქოლოგთან. არანაირი მედიკამენტოზური ჩარევა და ოპერაცია არ ყოფილა, ყველაფერი მოხდა ფსიქოლოგის წყალობით“, - ამბობს ცისანა სეფიაშვილი.

პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1743449220