ბრაზილიაში ავიაკატასტროფა მოხდა - არის მსხვერპლი

ბჯ

ბრაზილიაში ავიაკატასტროფა მოხდა. ქალაქ ბელუ-ორიზონტიში მსუბუქი თვითმფრინავი შენობას შეეჯახა. ინციდენტისას ორივე პილოტი და ერთი მგზავრი დაიღუპა. სულ ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა. სამი დაშვებულის მდგომარეობა მძიმეა.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. დაწყებულია გამოძიება.