მოსდევს თუ არა მარილის დაბნევას ჩხუბი - ეზოთერიკოსის პასუხი

მარილი

შავი კატის გადარბენა, სარკის გატეხა, მარილის დაბნევა ბევრისთვის უმნიშვნელო ამბავია, ბევრისთვის კი უსიამოვნების მომასწავებელი.

ერთ დროს სწამდათ, რომ მარილს სასწაულებრივი თვისებები გააჩნია და დღემდე, მრავალი ადამიანისთვის მარილის დაბნევა ავის მომასწავებელია. ბევრს დაცდილიც აქვს, რომ ამას ყოველთვის ჩხუბი მოჰყვება.

ცრურწმენების არსებობა/არარსებობაზე ბევრი ვერ თანხმდება, თუმცა, ეზოთერიკოსი გოგა მანია მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, მარილს განეიტრალება სჭირდება.

„იმ შემთხვევაში, თუ მარილს არ გავანეიტრალებთ, შესაძლოა, მას მოჰყვეს ჩხუბი. განეიტრალებას რაც შეეხება, ამისთვის წყლის დასხმაც საკმარისია,“ - ამბობს ეზოთერიკოსი.