მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
ბასა ფოცხიშვილი ახალი წლის დღეებს, "პრაიმტაიმთან", ბავშვობიდან წამოღებული მოგონებებით იხსენებს. რეჟისორი ამბობს, რომ განსაკუთრებული ტრადიცია მათ ოჯახში ახალ წელს არ უკავშირდება, თუმცა რაც მკაფიოდ ახსოვს, ეს არის განსაკუთრებული საჩუქრები, რასაც მამა მას და თამრიკოს ჩუქნიდა.
ბასა ფოცხიშვილი: - ახალი წელი, ძველიც და ახალიც, ჩემთვის სითბოსთან, სინაზესთან და სიფაქიზესთან ასოცირდება. განსაკუთრებული ტრადიცია არ გვქონია. ის კი იყო, რომ მამა "სფეშალ" საჩუქრებს გვჩუქნიდა ამ დროს, ძალიან განსაკუთრებულს. 2 იანვარს ჩვენთან გურამ ფანჯიკიძე და დალი კოკაია-ფანჯიკიძე მოდიოდნენ სტუმრად.
მამას ძალიან უყვარდა გოზინაყი, რომელსაც დედა ამზადებდა. მორისი ამბობდა, რატომ არ შეიძლება გოზინაყი მთელი წელი მზადდებოდესო.
ახალი წელი ის დღესასწაულია, როდესაც დიდებიც კი ბავშვები ხდებიან, მეოცნებეები და მსუბუქები არიან.
მე მჯერა, რომ ახალ წელს ყველა ნატვრა ხდება... გულით ნანატრს და ნაოცნებარს ღმერთი ასრულებს. იმედი მაქვს, რომ რასაც ჩავიფიქრებ, ამიხდება.