პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
12 იანვარს პლანეტა მარსი რეტროგრადულ მოძრაობას შეწყვეტს და ის სფეროები, რომლებზეც აღნიშნული პლანეტაა პასუხისმგებელი, კვლავ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდებიან. 13 იანვარს კი მზისა და ნეპტუნის სექსტილია, რაც ადამიანთა შორის კომუნიკაციასა და ურთიერთობას გააუმჯობესებს.
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ვერძისთვის ეს კვირა ურთიერთობებისა და ფინანსების თვალსაზრისით გარკვეულ ცდუნებებს მოიტანს, როდესაც ამ ნიშნის წარმომადგენლები გონების ხმას დაჩრდილავენ და და გაუჩნდებათ დაუძლეველი სურვილი, რომ საკუთარ პრინციპებს გადაუხვიონ, მაგრამ ასტროლოგების მთავარი რჩევაა, კვირის განმავლობაში არ მიჰყვეთ თქვენს ინსტინქტებს და თითოეული მოვლენა კარგად შეაფასეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების შედეგებს დიდი ხნის განმავლობაში მოიმკით. პროფესიულ სფეროში მოგიწევთ, თქვენი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცოთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნებისმიერი გადაწყვეტილების წინ კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდით და მოსალოდნელი შედეგები გააანალიზეთ.
კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვის მიმდინარე კვირის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება, რომ შინაგანი წონასწორობა შეუნარჩუნონ. ეს კვირა შედარებით დაძაბული იქნება, რადგანაც შესაძლოა, მეგობრებთან, ახლობლებთან, სამსახურში კომუნიკაციისას გარკვეული უსიამოვნებები და დაძაბულობა შეგხვდეთ, მაგრამ თქვენ მთელი ძალით ეცდებით, რომ კონფლიქტურ სიტუაციას თავი დააღწიოთ. გარდა ამისა, შესაძლოა ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობაც იგრძნოთ, რამაც კვირის ბოლოსკენ არასასურველი შედეგი მოგიტანოთ, მოგემატოთ შფოთვა და ნერვიულობა. თუმცა, ნუ იდარდებთ, მალე ისევ ჩვეულ ფორმას დაუბრუნდებით და მშვიდად შეძლებთ თქვენი საქმის გაკეთებს.
ტყუპი (21 მაისი - 20 ივნისი)
ტყუპისთვის ეს კვირა საკმაოდ აქტიურად დაიწყება როგორც პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, ასევე პროფესიული საქმიანობის კუთხითაც. იგრძნობთ მომატებულ ენერგიას და მოტივაციას, გაგიჩნდებათ სურვილი, გვერდზე გადადებული საქმეები კვლავ განაახლოთ. თუმცა, დაახლოებით, ხუთშაბათისთვის, შესაძლოა, მოტივაცია დაგიქვეითდეთ და დაღლილობამაც შეგაწუხოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის საშიშ ნიშნებს და ნუ უგულებელყოფთ პრობლემას. ფინანსური თვალსაზრისით სტაბილური გარემო გექნებათ და ზედმეტი ხარჯის რისკი მოსალოდნელი არ არის.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლები შესაძლოა, კვირის განმავლობაში სტრესულმა სიტუაციებმა შეაწუხოს. ამას კი გამოიწვევს რთული კონფლიქტები და დაპირისპირებები პროფესიულ სფეროში, რომელიც დაკავშირებულია როგორც ორგანიზაციულ ცვლილებებთან, ასევე არსებულ სამუშაო ვითარებასთან. სამსახურში დაძაბულობა პირად ურთიერთობებზეც აისახება, რამაც შესაძლოა, კონფლიქტი გამოიწვიოს. ამიტომაც, ამ კვირის განმავლობაში ოჯახის, საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ყველაზე მეტად დაგჭირდებათ, რომ ისევ მშვიდად და თავდაჯერებულად იყოთ და კვლავ შემართებით განაგრძოთ ცხოვრება. ამავე კვირაში საკმაოდ სტაბილური ფინანსური მდგომარეობა გექნებათ, რაც ზედმეტ შფოთვას თავიდან აგარიდებთ.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
ლომებისთვის ეს კვირა მატერიალურ დანაკარგთან იქნება დაკავშირებული. შესაძლოა, ფინანსური თვალსაზრისით დათმოთ რაიმე, ან კიდევ სამუდამოდ დაემშვიდობოთ ურთიერთობას, რომელიც ბედნიერებას აღარ განიჭებთ და ტოქსიკურია. ეს ეხება როგორც სასიყვარულო ურთიერთობას, ასევე მეგობრობასაც. ნებისმიერ შემთხვევაში, მიმდინარე კვირა ბევრ რაღაცას უფრო ცხადად დაგანახვებთ და დიდ გამოცდილებასაც მოგცემთ. შეიძლება, იმედგაცრუებულიც დარჩეთ და ეს თქვენთვის მტკივნეული იყოს, მაგრამ სიცხადე ყველა შემთხვევაში უკეთესია. გარდა ამისა, ამავე კვირაში შესაძლოა, საკუთარ თავში ის ნიჭი და შემოქმედებითობა აღმოაჩინოთ, რომელიც დიდი ხნის წინ დაივიწყეთ და ამის გამო სასიამოვნო განცდა შეგექმნათ, იპოვოთ მოტივაცია და განახლების სურვილი.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
ქალწულებს ახლა შესანიშნავი პერიოდი აქვთ და შეუძლიათ, ყველაფერი გეგმის შესაბამისად განახორციელონ. პროფესიულ სფეროში მიმდინარე კვირაში ბევრი მიღწევა და სიურპრიზი გაგახარებთ. კვირის მეორე ნახევარში კი შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელთან ურთიერთობაც რომანტიკაში გადაიზრდება და თავს შესანიშნავად იგრძნობთ. ამავე კვირაში შეგეძლებათ თქვენი ფინანსები დაგეგმოთ და ოჯახთან თუ მეგობრებთან ერთად სადმე წასვლაც გადაწყვიტოთ.
სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის კვირის მეორე ნახევარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგანაც ახალი იდეა მათ შთაგონებასა და მოტივაციას მისცემს. ეჭვები და შიშები კი ხელს ვერ შეგიშლით, რომ თქვენი გეგმები განახორციელოთ. კვირის განმავლობაში პროფესიულ საქმიანობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევთ. რაც შეეხება რომანტიკულ ურთიერთობას, ამ შემთხვევაში მიხვდებით, რომ თქვენი კომუნიკაცია და ფანტაზია საკმარისი აღარ არის და რაღაც ახალი უნდა მოიფიქროთ. ამავე კვირაში კარგი ფინანსური შესაძლებლობა გელით და გექნებათ საშუალება, ფული თქვენთვის საინტერესო იდეაში, პროექტსა თუ წამოწყებაში ჩადოთ.
მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
მორიელები კვირის განმავლობაში უკეთეს პროფესიულ პერსპექტივას იგრძნობენ და ფინანსური მდგომარეობაც დასტაბილურდება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლოა, გრძელვადიანი კონტრაქტები და მომგებიანი ინვესტიციები დაიწყოთ, რაც სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ. ეს კვირა რომანტიკული თვალსაზრისით, დიდი ალბათობით, რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას არ მოიტანს და ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგნლები დაკმაყოფილდებიან იმით, რაც აქვთ და რადიკალურ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ.
მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
მშვილდოსნებისთვის ეს კვირა საკმაოდ რთული, დატვირთული და საპასუხიმსგებლო იქნება, როდესაც მრავალრიცხოვანი საქმე ერთად შეახსენებთ თავს და მოუწევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ. გარდა ამისა, დაძაბულობის ფონზე არსებობს გარკვეული კონფლიქტური სიტუაციის რისკიც, როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. კვირა რუტინული საქმეებით საკმაოდ რთული იქნება, თუმცა, შაბათ-კვირას დასვენებასა და ძალების აღდგენას აუცილებლად შეძლებთ, გარდა ამისა, უკან რომ მოიხედავთ, აღმოაჩენთ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები შეასრულეთ და გარკვეული დისკომფორტი ამად ღირდა.
თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებს კვირის განმავლობაში უსიამოვნო "თამაში" მოუწევთ, როდესაც არსებული სიტუაცია არ დააკმაყოფილებთ როგორც პროფესიულ, ასევე პირად ურთიერთობებში, მაგრამ გამომჟღავნებისგან თავს შეიკავებენ. ასტროლოგების თქმით, მათი ეს სტრატეგია სრულიად გამართლებული იქნება, რადგანაც ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლების ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებების დრო ჯერ არ დამდგარა. კვირის ბოლოდან საკუთარ თავთან მშვიდად ყოფნას შეძლებთ და აღმოაჩენთ, რომ ბევრი რამ, რასაც ყურადღებას აქცევთ, სრულიად უმნიშვნელოა.
მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
მერწყულებისთვის ამ კვირის განმავლობაში ნათესავების, ახლობლების, შვილებისა თუ ოჯახის წევრების პრობლემები იქნება აქტუალური და თავადაც ჩაერთვებიან მოგვარებაში. პროფესიულ სფეროში საინტერესო პერსპექტივა და გააქტიურება გელოდებათ. ხოლო პირად ცხოვრებაში მიმდინარე კვირა მნიშვნელოვან ცვლილებას მოგიტანთ. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი ცხოვრების ნამდვილი სიყვარული იქნება, ან კიდევ სამუდამოდ დაასრულოთ ურთიერთობა, რომელიც ბედნიერებას აღარ განიჭებთ. შაბათ-კვირას ემოციურად დასვენებასა და საკუთარი თავისთვის დროის დათმობას მოახერხებთ და შფოთვის ხარისხიც შემცირდება.
თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
თევზებისთვის მიმდინარე კვირა საკმაოდ ოპტიმისტური იქნება და კარგ განწყობას შეინარჩუნებთ. თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე პოზიტიური ცვლილება გელით და ეს მოტივაციას კიდევ უფრო მეტად გაგიზრდით და გაგამხნევებთ. ახლა ბევრ საკითხს უფრო ცხადად დაინახავთ და გააანალიზებთ. ეს კი სამომავლო წარმატებაში აუცილებლად დაგეხმარებათ. სამსახურში გულითადი მუშაობისთვის შექებას დაიმსახურებთ, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ურთიერთობაში, კვირის განმავლობაში გრძნობებისა და ემოციების ნამდვილ აფეთქებას იგრძნობენ და სასიამოვნო განცდა შეექმნებათ.