13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
ბრიტანეთში სოფელ კიბოურტის მცხოვრებმა ემმამ საქორწილო ფეხსაცმელებზე გარდაცვლილი დედის წერილი იპოვა. ამის შესახებ ისტორიას BBC აქვეყნებს.
ემმა 2016 წელს დაინიშნა, მოგვიანებით კი გაიგო, რომ დედამისს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. პატარძალს ძალიან უნდოდა, რომ დედას ეცოცხლა ქორწილამდე, რომელიც 2019 წლის აგვისტოში იყო დანიშნული, მაგრამ ქალი 2017 წელს გარდაიცვალა.
2019 წლის მარტში 38 წლის პატარძალმა კარადიდან საქორწილო ფეხსაცმელები გადმოიღო და მასზე გზავნილი იპოვა. „მინდოდა, რომ ქორწილის დღეს ჩემგან საჩუქარი მიგეღო. ეს ფეხსაცმელები ჩემი საჩუქარია. იმედი მაქვს, ეს დღე შენთვის ზღაპრული იქნება. მე შენ ძალიან, ძალიან, მიყვარხარ. გკოცნი, დედა“.
ემმას თქმით, მან ემოციები ვერ შეიკავა და იქვე ატირდა. ის ამბობს, რომ ქორწილის დღეს იქნება ყველაზე ბედნიერი იმ აზრით, რომ დედა მასთან ერთად არის.