„მოკლედ და კონკრეტულად“ - რას ამბობს ანანო სახელაშვილი ქორწინებაზე

სახელაშვილი

ბლოგერ ანანო სახელაშვილს, საზოგადოება კარგად იცნობს.

ანანო, ხშირად დებს საქმროსთან, ფეხბურთელ ზვიად ლობჟანიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ვიდეოებს. 

წყვილი მუდამ ყურადღების ცენტრშია. მათ მიმართ არ წყდება უხერხული კითხვა, თუ როდის იწერენ ჯვარს.

„პრაიმტაიმს“ ანანომ უთხრა, რომ ჯერ ქორწილს არ გეგმავენ. 

„მოკლე და კონკრეტული პასუხი, ჯერჯერობით არ ვაპირებთ ქორწილს. (იცინის) დანარჩენი, ჩვენზე ყველამ ყველაფერი იცის. სიახლე, რომ იყოს მოგიყვებოდით“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ ანანო სახელაშვილი.