"მოგრძო ნესვი ფანტასტიკურად იხდენს მეგრულ აჯიკას" - ცნობილი მეგრელების "განსტონომიული ტანდემები"

ajika

მეგრული აჯიკით არა მხოლოდ მეგრული სამზარეულო ამაყობს, ეს არომატების საბადო მთელი ქართული სამზარეულოს პიკანტური ნაწილია.

აჯიკა გადასმული ნესვის ნაჭრის ეს ფოტო ჟურნალისტ გოდერძი შარაშიას ეკუთვნის, რომელიც მას ფრაზით ასათაურებს - "ნესვი მეგრული აჯიკით. აქამდე არ გიჭამიათ? ესე იგი ბევრი დაგიკარგავთ."

აჯიკიანი ნესვის თაყვანისმცემელთა სიაშია ზუგდიდის თეატრის მსახიობი მარინა დარასელიაც, რომელიც საზოგადოებამ გრიშა კაკაჩიას მოახლე ქალის, ლამარას როლით გაიცნო.

მსახიობი მეგრული სამზარეულოს სხვა "უცნაურ ტანდემებსაც" იხსენებს.

მარინა დარასელია: - მეგრელებს მოგრძო ნესვი გვაქვს და აჯიკა იმას უხდება და არა ტკბილ, მრგვალ ნესვს. ის მოგრძო ფორმის ნაღდი ნესვია. ფანტასტიკურად იხდენს მწვანე აჯიკას. 

მაგარია მაწონი ღომთან. მაწონთან ჭვიშტარი - გადასარევი ტანდემია. 

მეგრული აჯიკა, გაგიკვირდებათ და, კომბინაციაში კვახთანაც გვაქვს. დედა რძეს და კვახს ერთად მიირთმევდა. გემოვნების საკითხია, როგორც სხვა ყველაფერი.