პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის საცოლე, ნინიკო ნაცარიშვილი instagram-ზე საკმაოდ აქტიურია. 22 წლის ფეხმძიმე გოგონა გამომწერებს ყოველდღიურ სიახლეებს უზიარებს. ამჯერად, მან უპასუხა გამომწერების კითხვებს, რომლის უმეტესობაც, მის მეორე ნახევარს, ლავასოღლის ეხება.
კითხვაზე, ჰქვია თუ არა ცოლი, ის პასუხობს: „მინდა ვიყო ცოლი“ მქვია“.
„მოდით, ჩემს მეორე ნახევარზე არ ვისაუბროთ. ყველაფერი ყველაზე მეტად მომწონს და მიყვარს, რაც მას უკავშირდება“, - დაწერა ნაცარიშვილმა ერთ-ერთი კითხვის პასუხად.
ცნობისთვის, ბათუმელი ლამაზმანი, ნინიკო ნაცარიშვილი, საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. გავრცელებული ინფორმაციით, ნინიკომ და კანონიერმა ქურდმა ლავასოღლიმ ფარულად იქორწინეს.