მერილ სტრიპი ცნობილ კომიკოსთან რომანტიკულ ვახშამზე გამოიჭირეს - ფოტოები

მერილ სტრიპი

მერილ სტრიპი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია კომიკოს მარტინ შორთთან რომანის შესახებ, ისევ მის გარემოცვაში გამოიჭირეს.

პაპარაცებმა ოსკაროსანი სტრიპი და მსახიობი მარტინ შორთი, სანტა მონიკაში გადაიღეს.

წყვილი მაქსიმალურად ცდილობდა რესტორანში ისე შესულიყო, რომ არავის დაენახა, მაგრამ არაფერი გამოვიდა.

იტალიურ რესტორანში დაგეგმილი რომანტიკული ვახშმისთვის, მერილმა არჩევანი ბორდოსფერ პიჯაკზე შეაჩერა. სტრიპიც და შორთიც უსაზღვროდ ბედნიერები ჩანდნენ.

ცოტა ხნის წინ  მარტინ შორთმა  უარყო ინფორმაცია რომანის შესახებ, თუმცა, ახალი ფოტოები ყველაფერს ფარდას ხდის.