ბრიტნი სპირსის მემუარების გამოსვლის შემდეგ, ჯასტინ ტიმბერლეიკმა Instagram-ზე კომენტარები გათიშა

ჯასტინ ტიმბერლეიკი

მომღერალმა და მსახიობმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა თავისი ყოფილი შეყვარებულის, ბრიტნი სპირსის მემუარების გამოსვლის შემდეგ Instagram-ის საკუთარ ანგარიშზე კომენტარები გათიშა. ამის შესახებ Cosmopolitan-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, წიგნში სახელწოდებით The Woman in Me („ქალი ჩემში“) სპირსი ტიმბერლეიკთან ურთიერთობის ბევრ დეტალს იხსენებს, მათ შორის ორსულობისა და აბორტის შესახებ. ამის გამო სპირსის თავყანისმცემლები ტიმპერლეიკის ანგარიშზე ბევრ ნეგატიურ კომენტარს ტოვებდნენ.

ტიმბერლეიკთან დაახლოებულმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომღერალმა კომენტარების გათიშვა „ზიზღის შემცველი და საზიზღარი შეტყობინებების მიღების შემდეგ გადაწყვიტა“.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ტიმბერლეიკი მემუარების გამოსვლის შემდეგ სპირს არ დაჰკავშირებია და წიგნში აღწერილ მოვლენებზე მასთან არ უსაუბრია.