მეგან მარკლი აცხადებს, რომ მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძოლ ნელ­სონ მან­დე­ლას ადა­რებ­დნენ

მეგანი

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნიამ,  მე­გან მარ­კლმა ამე­რი­კულ ჟურ­ნალ The Cut-ს ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. ინტერვიუდან ამონარიდებს უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ბრი­ტა­ნეთ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა მე­გან მარ­კლის ინ­ტერ­ვი­უ­დან ერ­თმა ეპი­ზოდ­მა - მე­გან­მა თქვა, რომ მას თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძოლ ნელ­სონ მან­დე­ლას ადა­რებ­დნენ. მე­გა­ნის თქმით, 2019 წელს, რო­დე­საც ფილმ Lion King-ის პრე­მი­ე­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, ფილ­მის გუნ­დის წევ­რებ­მა მან­დე­ლას შე­ა­და­რეს.

სა­მე­ფო ოჯახ­ზე სა­უბ­რი­სას სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნია პრინც ჰა­რი­სა და პრინ ჩარლ­ზის ურ­თი­ერ­თო­ბა­საც შე­ე­ხო. „ჰა­რიმ მი­თხრა, - "მე ამ პრო­ცეს­ში მამა დავ­კარ­გე."

მე­გა­ნის ამ სი­ტყვებს ბრი­ტა­ნულ მე­დი­ა­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა და უკვე არა­ერ­თი სტა­ტია და­ი­წე­რა. რო­გორც პრინც ჩარლზ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო სა­ა­გენ­ტო PA-სთან სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, ჩარლ­ზი შე­წუ­ხე­ბუ­ლია იმის გა­გე­ბით, რომ მისი შვი­ლი "მათ ურ­თი­ერ­თო­ბას და­კარ­გუ­ლად თვლის." 

„ჩარლზს ორი­ვე ვაჟი ძა­ლი­ან უყ­ვარს", - ამ­ბობს პრინცთან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო.