მეფე ჩარლზმა პრინცი ჰარი და მეგანი კორონაციის ცერემონიაზე მიიწვია

მეგანი და ჰარი

მსოფლიოს ყურადღება მეფე ჩარლზის კორონაციის ცერემონიისკენაა მიპყრობილი. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის მომავალმა მონარქმა პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კორონაციაზე მიიწვია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

სამეფო ოჯახის ექსპერტები პროგნოზირებდნენ, რომ ნეტფლიქსის სკანდალური მინისერიალის გამოსვლის შემდეგ, სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ცერემონიაზე დასწრების უფლებას არ მისცემდნენ.

დოკუმენტურ სერიალში პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრების ქმედებებს აკრიტიკებენ. მეფე ჩარლზის კორონაციის ცერემონია 6 მაისს შედგება. ჯერჯერობით, ვიხილავთ თუ არა სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ჩარლზის მეფედ კურთხევის ცერემონიაზე.