პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ საბოლოოდ გაწყვიტა ურთიერთობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მისი მთელი ქონება დედაზე იყო რეგისტრირებული. ამის შესახებ გამოცემა Strana.ua წერს.
2020 წლის შემოდგომაზე Strana.ua-მ გაავრცელა ინფორმაცია იასკოს რომანის შესახებ სააკაშვილთან. ისინი დიდხანს მალავდნენ ურთიერთობას. თუმცა, წყვილმა თავისი ურთიერთობა სააკაშვილის საქარტველოში დაბრუნების შემდეგ გაასაჯაროვა.
„პირველად ლიზა იასკო მიხეილის სანახავად თბილისში გაფრინდა. წერდა მის მხარდასაჭერად ვიდეო მესიჯებს, მაგრამ შემდეგ შესამჩნევად შეამცირა აქტიურობა. იასკო მას ციხეში ერთი წელია არ უნახავს, სააკაშვილთან კონტაქტსაც კი არ ინარჩუნებს. იასკოს და სააკაშვილის წყვილს შორის ურთიერთობა მთლიანად შეწყდა, როდესაც მან გაიგო, რომ მიხეილს მთელი ქონება დედაზე იყო რეგისტრირებული“, - წერს გამოცემა ექსპრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, იასკო სააკაშვილის უმცროს ქალიშვილზე ეჭვიანობდა და სააკაშვილს აიძულებდა კამერაში ფოტოები არ გამოეჩინა. ასევე მან თითქოს ორსულობა მოიგონა, რომ სააკაშვილს მასთან ურთიერთობა გაესაჯაროებინა.
„მან მისას და დედამის უთხრა რომ ბავშვს ელოდებოდა. ამგვარად აიძულა ვიდეო გადაეღო და ეღიარებინა სააკაშვილს მათი ურთიერთობის შესახებ საქართველოში წასვლამდე. როდესაც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა სააკაშვილი, ვიდეო თავად გაასაჯაროვა“,- წერს გამოცემა ექსპრეზიდენტთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.
ახლა, როცა სააკაშვილი ციხეში მძიმე მდგომარეობაშია, ლიზას ის აღარ ახსოვს - „არ დაფრინავს, არ ინარჩუნებს კავშირს“, წერს გამოცემა.