„მამა გაბრიელს შევთხოვე,  ეს ურთიერთობა დალოცე-თქო… რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ კარლომ სწორედ ეკლესიის ეზოში ამიხსნა სიყვარული“ – მარიამ შარმანაშვილი

კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი

იტალიური კინოს ლეგენდის, სოფი ლორენის ვაჟი – კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი ოფიციალურად დაოჯახდნენ

მოგეხსენებათ, წყვილმა გრანდიოზული ქორწილი 26 ივლისს თბილისში, ქართული ტრადიციების სრული დაცვით გადაიხადა.

მარიამ შარმანაშვილი გადაცემის „შაქრით თუ უშაქროდ“ სტუმარი იქნება, სადაც თავისი და კარლოს სიყვარულის ამბავს კიდევ ერთხელ მოუყვება საზოგადოებას. გადაცემა ეთერში 26 ოქტომბერს გავა, მანამდე კი ანონსიდან  საინტერესო მონაკვეთს შემოგთავაზებთ.

როგორც მარიამი გვიმხელს, მან მამა გაბრიელს სთხოვა ურთიერთობის საწყის ეტაპზე სწორი გზა ეჩვენებინა მისთვის, რათა გამორკვეულიყო.

მართლაც მოხდა სასწაული და კარლო პონტიმ სწორედ მამა გაბრიელის საფლავის მოლოცვის შემდეგ, ეკლესიის ეზოში აუხსნა მას სიყვარული და განამტკიცა მათი ურთიერთობა.

„პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, როდესაც ასეთი ლეგენდის ოჯახის წევრი ხდები. მახსოვს მაშინ მამა გაბრიელს შევთხოვე, რომ თუ უფლის ნება არის ეს ურთიერთობა დალოცე-თქო და გამომარკვიე. რამდენიმე წუთიც არ იყო გასული, რომ კარლომ სწორედ ეკლესიის ეზოში ამიხსნა სიყვარული“, – ამბობს მარიამ შარმანაშვილი.