„მადლობა ამისთვის...“ - რას ამბობს კოსტა სანიკიძე მაზანაზე

მაზანა კოსტა

„პრაიმ ჰაუსის“ შაბათის ლაივზე მაყურებელთა რჩეული კოსტა სანიკიძე გახდა. კოსტამ უკვე მეორედ, ხალხისგან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო. ამიტომ „პრაიმ ჰაუსის“ სოციალურ ქსელში მაყურებელს საშუალება ჰქონდა კოსტასთვის კითხვები დაესვა და მისგან პასუხები მიეღო.

მაყურებლის კითხვას, შენ თუ მაზანა, კოსტა შემდეგნაირად პასუხობს:

„მაზანას მოკითხვა, გავიგე, რომ მგულშემატკივრობს და ძალიან გამიხარდა ეს ფაქტი. რაც შეეხება შედარებას, მე თუ მაზანა, მგონი, სხვადასხვა ამბავია. მე არ ვიცი მაზანას შემოქმედება, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ვაფასებ ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია წერა და გრძნობის ფურცელზე გადმოტანა. ამიტომ წარმატებას ვუსურვებ მაზანას და გამიხარდა, რომ მგულშემატკივრობს და მადლობა ამისთვის.“ - ამბობს კოსტა სანიკიძე.