„მადლიერი ვარ ყველა იმ გულისტკივილის, რამაც შენამდე მომიყვანა... სიტყვა „მიყვარხარ” ახლა ვირწმუნე ...“- თი მაჭავარიანი

თი მაჭავარიანი

როგორც ცნობილია, სოციალური ქსელის ვარსკვლავი, სამი შვილის დედა თი მაჭავარიანი ცოტა ხნის წინ დათანხმდა ხელის თხოვნას და მისი გულშემატკივრები წყვილის გაბედნიერებას ელოდება. თის ხელი სთხოვა მისმა შეყვარებულმა - დავით გაფრინდაშვილმა, დიჯეიმ და ანიმატორმა, რომელიც ასევე სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს - ბზიკოს მეტსახელით. 

„ძალიან ბევრი მწერს და მირჩევს რომ ბედნიერებასა და სიყვარულს მალვა უნდა, თორემ თვალი ეცემა და დაშორებას გამოიწვევს... ჩემი აზრით, როდესაც გრძნობა წრფელი და ძლიერია, ვერანაირი ავი თვალი მოახერხებს მასზე ნეგატიური გავლენის მოხდენას...

თამამად შემიძლია ვთქვა და ამას მალე თქვენითაც დაინახავთ და დაიჯერებთ, რომ ეს ადამიანი როგორც მაბედნიერებს, მსგავსად ცხოვრებაში არავის გავუბედნიერებივარ!


სიტყვა “მიყვარხარ” ახლა ვირწმუნე და მივხვდი თუ რას ნიშნავს როდესაც ადამიანს/მამაკაცს 100%-იანი თავდაჯერებულობითა და სიმტკიცით უყვარხარ.

მადლიერი ვარ ყველა იმ გულისტკივილის, რამაც შენამდე მომიყვანა და შენი თავი დამაფასებინა ისე, როგორც იმსახურებ!

მიყვარხარ და არ ვაპირებ, რომ ეს სადმე ან ვინმესგან დავმალო!მთელ ცხოვრებას გავატარებ შენთან ერთად და ვიცი, რომ შენს გვერდით ყველაზე ბედნიერი ქალი ვიქნები“, -წერს თი მაჭავარიანი.