1773348202
ლილი ალენი სცენაზე გავიდა კაბით, რომელზეც ყოფილი ქმრის მიერ საყვარლებისთვის გაკეთებული საჩუქრების ჩეკებია დაბეჭდილი
მომღერალ ლილი ალენის ერთ-ერთი სასცენო კაბა სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მისი კაბის გრძელ შლეიფზე პრინტის სახით გამოსახული იყო იმ საჩუქრების ჩეკები, რომლებსაც მომღერლის ყოფილი ქმარი, დევიდ ჰარბორი, თავის საყვარლებს ჩუქნიდა.
ალენმა ეს კაბა გლაზგოში გამართულ კონცერტზე მოირგო - ეს იყო ერთ-ერთი პირველი შოუ მომღერლის მსოფლიო ტურნედან, რომელიც მის ახალ ალბომს, West End Girl-ს ეძღვნება. ალბომი მთლიანად ალენისა და ჰარბორის მტკივნეულ განშორებაზეა ფოკუსირებული.
სიმღერის 4Chan Stan შესრულებისას, რომლის ტექსტშიც ქმრის მიერ საყვარლისთვის ნაყიდი ძვირადღირებული საჩუქრებია ნახსენები, ალენი სცენაზე გავიდა კაბით, რომლის შლეიფზეც ჩეკები და სასიყვარულო ბარათები იყო აღბეჭდილი. ალენი ამ კაბას კონცერტის ამ კონკრეტულ მომენტში ყველა კონცერტზე ირგებს.
Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა
1773345910











