„მე-9 კლასელი ბავშვი გარდაიცვალა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

აღაიანის სკოლა

აღაიანის საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

,,აღაიანის საჯარო სკოლის კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ჩვენი სკოლის მე-9 კლასელი ესმერალდა ქეჩალოვის გარდაცვალების გამო.

ის იყო თბილი, გულწრფელი და სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელიც სიყვარულსა და სიკეთეს ასხივებდა ირგვლივ. მისი ნათელი სახე და კეთილი გული მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. 

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და მის თანაკლასელებს ამ მძიმე დანაკარგის გამო. ვიზიარებთ მათ ტკივილს და ამ რთულ დროს თანავუგრძნობთ.ესმერალდა ყოველთვის დარჩება ჩვენი სკოლის ოჯახის განუყოფელ ნაწილად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.