1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
მომღერალი ნათია თოდუა და მისი მეუღლე დავით ზურაბაშვილი, მალე მშობლები გახდებიან. „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში თავიანთ ურთიერთობაზე ისაუბრეს.
„იმდენად დიდი თავისუფლება ვიპოვეთ ერთმანეთში, რომ ვიფიქრეთ, ეს ხომ არ იყო მეგობრობაზე მეტი. შემდეგ უკვე სიყვარულში გადაიზარდა. ვიგრძენით და დავიწყეთ ამ გრძნობის გამჟღავნება. სულ ერთად ვიყავით და ერთმანეთის მობეზრების მომენტი არასდროს გვქონია. ყოველდღე უფრო მტკიცდებოდა ეს გრძნობა”, – საუბრობს ნათია თოდუა.
მომღერლის მეუღლე ასევე იხსენებს, როგორ გაუმჟღავნა ნათიამ, რომ მალე მშობლები გახდებოდნენ.
„მან კონვერტში ჩადებული წერილი გადმომცა, რომელშიც ეწერა, რომ ჩვენი შვილის გულის ცემის მოსასმენად უნდა წავსულიყავით. ვერ მივხვდი, არც ვგეგმავდით და მოულოდნელი სიურპრიზი იყო, ძალიან სასიხარულო. დღე-დღეზე ველოდებით პატარას”, – საუბრობს დავით ზურაბაშვილი.