პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე, თაია ჭიჭინაძე ცხოვრების ბოლო 10 თვეს შემდეგნაირად აფასებს:
„ძალიან მრავალფეროვანია ჩემი ცხოვრების გასული 10 თვე... არ გამომივა, ყველა ემოცია, სიხარული თუ ცრემლი გადმოვცე სიტყვებით, მაგრამ ერთს გეტყვით, ყველაფერი რაც კი ხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ვისწავლოთ, გავიზარდოთ და რაც მთავარია, დავრჩეთ ადამიანებად.
მადლობელი ვარ შემოქმედის იმ ცხოვრებისთვის და იმ გზისთვის, რაც გამოვიარე და კი, აუცილებლად გავივლიდი თავიდან ყველაფერს, იმისთვის, რომ დღეს ის ვყოფილიყავი, რაც ვარ.
მთელი სამყარო რომ დამიპირისპირდეს, ჩემში იმხელა ძალაა, მთებსაც კი გადავდგამ და იმ შეშინებული, ძირს დაცემული, განადგურებული ქალისგან ის ქალი გახდა, რომელიც დღეს ვარ და დღეს ყველაზე მეტად დარწმუნებული ვარ ჩემს თავში, მე ვიცი, რომ აღარაფერია რაც არ გამომივა და რასაც ვერ შევძლებ..
მადლობა ჩემს გვერდით მდგომ, ძალიან ბევრ ადამიანს...
თქვენს გვერდით დგომას ვერასოდეს ვერ გადავიხდი, მაგრამ იცოდეთ, აუცილებლად სიკეთეების სახით დავაბრუნებ სამყაროში ამ სიყვარულს და იცოდეთ, რომ ამ კარგი საქმეების უკან თქვენ იქნებით...
უბრალოდ, მიყვარხართ თითოეული თქვენგანი. მადლობა, რომ არსებობთ და მადლობა, რომ ჩემი ცხოვრება ბნელი ოთახიდან თავბრუდამხვევ მოგზაურობად აქციეთ. სასწაულების ნამდვილად მჯერა და ეს თქვენი დამსახურებაა,“ - წერს თაია ჭიჭინაძე.
ასევე ნახეთ:
"მომინდა, ვინმეს ეკითხა, როგორ ვარ..." - ალისია ფრამისი მის მიერ შექმნილ ჰოლოგრამაზე ქორწინდება
„მაქსიმუმი მინდა, მაგრამ არა ოჯახის ხარჯზე...“ - ბლიც ინტერვიუ გიორგი პაპავასთან