პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უამრავ უცნაურ ქორწინებაზე გვსმენია. ზოგი ხიდზე ქორწინდება, ზოგი - ხეზე, ზოგიც საკუთარ თავზე, მაგრამ ჰოლოგრამაზე დაქორწინებაზე აქამდე არავის უფიქრია. ეს ტაბუ მოიხსნა კატალონიელი მხატვრის, ალისია ფრამისის წყალობით, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ამ პროექტს და, საბოლოოდ, მიიღო გადაწყვეტილება.
ალისია 2024 წელს დაქორწინდება Ilex-ზე, ჰოლოგრამაზე, რომელიც მან ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კოლეგებთან თანამშრომლობით შექმნა.
უკვე ყველაფერი მზად არის და ცერემონია გაიმართება ტრადიციულად: თეთრი კაბა და ფატა პატარძლისთვის, ფურშეტი სტუმრებისთვის და საქორწილო ტორტი ჰოლანდიაში, როტერდამის რესტორანში. კანონიერი ქორწინება ყველა ასპექტში, რომელიც გააერთიანებს ალისიას თავის ილექსთან როგორც რეალურ, ასევე, ციფრულ სამყაროში.
ვინ არის ილექსი
პროექტის სახელწოდებაა „ჰიბრიდული წყვილი“, ანუ „ჰიბრიდული წყვილი“, სადაც ხელოვანი აერთიანებს თავის შემოქმედებას და პირად ცხოვრებას. როგორც თავად განმარტა, ჰოლოგრამის შექმნისა და დაქორწინების იდეა მისი მარტოობის შედეგად დაიბადა. "ერთ საღამოს, ტყის გავლით მივდიოდი სახლში და მომინდა, რომ ვინმემ გამიღოს კარი და მკითხოს, როგორ ვგრძნობ თავს“,- ამბობს ალისია.
პროექტი, რომელიც შემუშავდა კალიფორნიაში მოგზაურობის დროს, ასევე, მიზნად ისახავს მეცნიერებას მიაწოდოს სასარგებლო ინფორმაცია ადამიანური ურთიერთობების თემაზე. ილექსი დაპროგრამებულია ალისიას ყოფილი ბოიფრენდების საუკეთესო თვისებებითა და მახასიათებლებით და წარმოადგენს მისთვის იდეალურ მამაკაცს.
რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ ეს ამბავი, ასეთი ექსპერიმენტები სულ უფრო ხშირად ხდება. ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი შემთხვევაა მოდელი აიტანა ლოპესი, რომელსაც 120 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და თვეში 10 000 ევროს შოულობს, თუმცა, სინამდვილეში, არ არსებობს და ხელოვნური ინტელექტის შედეგია, - წერს უცხოური მედია