ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1778045894
ლიონელ მესიმ საკუთარ რომანტიკულ მხარეზე საუბრისას აღნიშნა, რომ ემოციების გამოხატვა მისთვის მარტივი არ არის, თუმცა პატარა დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევს.
ფეხბურთელის თქმით, მეუღლეს, ანტონელა როკუცოს, ხშირად პატარა საჩუქრებს უტოვებს, რადგან დღის განმავლობაში ერთმანეთის ნახვას ვერ ახერხებენ.
მესიმ ასევე აღნიშნა, რომ ანტონელა მასზე გაცილებით ემოციურია და ამ საკითხზე მათ არაერთხელ უსაუბრიათ.
„ძალიან ემოციური არ ვარ, მაგრამ რომანტიკული მხარეც მაქვს. დიდ ყურადღებას ვაქცევ პატარა დეტალებს. მე და ჩემი ცოლი სახლიდან დილით გავდივართ და სანამ ბავშვები სკოლიდან არ გამოვლენ, ერთმანეთს ვეღარ ვხედავთ. ამიტომ, ხშირად ვუტოვებ ხოლმე პატარა საჩუქრებს. ჩემთვის ძალიან რთულია გრძნობებისა და საკუთარი თავის გამოხატვა. ის ჩემზე ბევრად ემოციურია და ამაზე ვსაუბრობთ კიდეც. გვიკამათია კიდეც, რადგან მან ემოციების ღიად გამოხატვა შეწყვიტა იმის გამო, რომ ეს არ მომწონდა,“.