ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1778045894
5 ადამიანი დაშავდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მძიმეა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, რომელსაც კახეთის მიმართულებით ტურისტები გადაჰყავდა.
შეჯახების შედეგად, ავარიის ერთ-ერთი ავტომობილი იქვე მდებარე მაღაზიის დახლებს დაეჯახა და დაანგრია.
ყველა დაშავებული საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს.
მძიმეა ერთი დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმების გადაწყვეტილებით, ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.