გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ინგლისელ კაცს საყვარელი გუნდის თამაშზე დასასწრები ბილეთები კოკერსპანიელმა შეუჭამა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
63 წლის ჯიმ ლენონი საფეხბურთო კლუბ "ქოვენთრი სიტის" გულშემატკივარია. კაცმა მისთვის და მისი 14 წლის შვილიშვილისთვის "ჩემპიონშიფის" ფლეი-ოფზე დასასწრები 2 ბილეთი შეიძინა, თუმცა 8 თვის კოკერსპანიელმა მათი გეგმა არ გაითვალისწინა და ბილეთები შეჭამა.
მამაკაცი ამბობს, რომ კომპენსაციისთვის "პლეი ოფის" მეორე მატჩზე დასასწრები ბილეთებიც შეიძინა, რომელსაც უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევს.
ჯიმი 55 წელია "ქოვენთრის" თამაშებს ესწრება. 2001 წლის შემდეგ პირველად კლუბს "პრემიერ ლიგაში" დაწინაურების შანსი აქვს.