ტრამპი მოუწოდებს ირანს დადოს ბირთვული შეთანხმება, სანამ გვიანი არ არის
1749812588
35 წლის ამერიკელს, ალექსანდრ ტირონს 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება იმის გამო, რომ ექვსი წლის განმავლობაში შვიდი ავიაკომპანიის რეისებით უფასოდ იფრინა. ინფორმაციას CBS News-ი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ტირონი ავიაკომპანიის პერსონალისთვის განკუთვნილ პროგრამას იყენებდა, რათა უფასოდ მოხვედრილიყო თვითმფრინავში. ის აყალბებდა მონაცემებს, მათ შორის სამსახურებრივი საშვების ნომრებს და გამოგონილ სამუშაოდ მიღების თარიღებს. 2018 წლიდან 2024 წლამდე მან ამ გზით 120-ზე მეტი ფრენა შეასრულა.
იუსტიციის დეპარტამენტი არ აკონკრეტებს, როგორ გამჟღავნდა ტირონის თაღლითობის. ტირონი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს წინაშე უკვე წარდგა. მას ბრალდება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით თაღლითობაში და აეროპორტის უსაფრთხო ზონაში უკანონოდ შეღწევაში წაუყენეს.
ნაფიცმა მსაჯულებმა ტირონი დამნაშავედ ცნეს. განაჩენი 25 აგვისტოს გამოცხადდება.